VERIDAGROUP
სერვისები

გადაწყვეტილებები, რომლებიც ზრდის ბიზნესს

ვებ-დეველოპმენტი, პროგრამული უზრუნველყოფა და AI ინტეგრაციები — ერთი გუნდისგან, დასაწყისიდან გაშვებამდე.

01

ვებ-დეველოპმენტი

სწრაფი, თანამედროვე ვებსაიტები და ვებ-აპლიკაციები — შექმნილი იმისთვის, რომ კონვერტირდეს და გაუძლოს დროს.

  • უნიკალური და ბიზნესზე მორგებული დიზაინი, შაბლონის ნაცვლად
  • ოპტიმიზირებული ნებისმიერი ზომის ეკრანისთვის
  • სწრაფი ჩატვირთვა და SEO ოპტიმიზაცია
  • მომხმარებლისთვის მარტივად სამართავი
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო ვებსაიტის შესახებ →
verida.ge
02

პროგრამული უზრუნველყოფა

ბიზნესზე მორგებული სისტემები, CRM-ები და შიდა ხელსაწყოები, აგებული კონკრეტულად თქვენი ბიზნეს-პროცესების გარშემო.

  • მორგებული არქიტექტურა თქვენი საჭიროების მიხედვით
  • არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია
  • დაცული და უსაფრთხო კოდი
  • განგრძობითი მხარდაჭერა და განვითარება
მოგვწერეთ თქვენი პროექტის შესახებ →
app.ts
1function syncOrders() {
2  const data = await api.fetch();
3  if (data.ok) {
4    db.save(data);
5  }
6}
7
8// ✓ ტესტები გავლილია
03

AI ინტეგრაციები

ჭკვიანი აგენტები და ასისტენტები, რომელიც ამცირებენ სამუშაოს და თქვენს გუნდს დროს უთავისუფლებენ.

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის AI აგენტები
  • საოპერაციო სისტემაში ჩაშენებული AI ასისტენტები
  • CRM, Email, Teams, Meta და მრავალი სხვა ინტეგრაცია
  • მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი
მოგვწერეთ AI ინტეგრაციის იდეის შესახებ →
როგორ ვმუშაობთ

ყველაფერი იწყება კვლევით, არა დიზაინით

ბიზნესების პრობლემები იშვიათად არის მარტივად შესამჩნევი. ამიტომ პირველი ნაბიჯი არის პროცესების კვლევა, რომელიც პროექტს მაქსიმალურად ეფექტურ მიმართულებას აძლევს.

01

ოპერაციების აუდიტი

ვსწავლობთ დეპარტამენტებს, ყოველდღიურ სამუშაოსა და პროცესებს. შედეგი — წერილობითი დოკუმენტი: სად იხარჯება დრო, რისი გამარტივება შეუძლია ტექნოლოგიას, რა სარგებელს და რისკს უნდა ველოდეთ თითოეული რეფორმის შემდეგ.

02

სტრატეგია და დიზაინი

ვქმნით გეგმას, რომელიც ეყრდნობა აუდიტის დასკვნებსა და მომხმარებლის მოთხოვნებს, და არა სტანდარტულ სახელმძღვანელოებს. პრიორიტეტი ენიჭება იმას, რაც ყველაზე დიდ პრობლემას აგვარებს.

03

დეველოპმენტი

ვაშენებთ სწრაფად, საიმედოდ და თანამედროვე ტექნოლოგიებით, დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაციით.

04

გაშვება და მხარდაჭერა

ვუშვებთ პროდუქტს, ვაკვირდებით შედეგს იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც აუდიტში დავაფიქსირეთ, და ვაგრძელებთ მხარდაჭერას.

არ ხართ დარწმუნებული, რომელი სერვისი გჭირდებათ?

მოგვწერეთ რამდენიმე წინადადებით თქვენი იდეის შესახებ — ჩვენ დაგეხმარებით პროექტის დაგეგმვაში.