ვებ-დეველოპმენტი
სწრაფი, თანამედროვე საიტები და ვებ-აპლიკაციები, აგებული იმ პრინციპებზე, რომლებსაც თქვენი ბიზნესი ყოველდღიურად იყენებს.
გაიგე მეტი →პროექტის დაწყებამდე ვიკვლევთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესი და ოპერაციები, რა სახის საქმეს მიაქვს საჭიროზე მეტი დრო და სად შეუძლია ტექნოლოგიას თქვენთვის საქმის გამარტივება. შემდეგ ვაშენებთ ზუსტად იმას, რაც აღმოჩენილ პრობლემებს მოაგვარებს.
სწრაფი, თანამედროვე საიტები და ვებ-აპლიკაციები, აგებული იმ პრინციპებზე, რომლებსაც თქვენი ბიზნესი ყოველდღიურად იყენებს.
გაიგე მეტი →სისტემები, CRM-ები და შიდა ხელსაწყოები, რომლებიც ზუსტად ემთხვევა თქვენს ბიზნეს პროცესებს.
გაიგე მეტი →აგენტები და ასისტენტები, რომლებიც ითავსებენ განმეორებით სამუშაოს და გუნდს საშუალებას აძლევენ მეტი დრო დაუთმონ უფრო მნიშვნელოვან ნაწილებს.
გაიგე მეტი →მიეცით ხელოვნურ ინტელექტს წვდომა თქვენს სამუშაო პლატფორმებზე, ისინი თქვენს ნაცვლად გააკეთებენ განმეორებით ოპერაციებს, უახლესი AI მოდელების ინტელექტის გამოყენებით, 24/7-ზე.
აგენტები, რომლებიც პასუხობენ მომხმარებელთა კითხვებს, ეხმარებიან მათ გადაწყვეტილების მიღებაში და მუშაობენ თქვენი პროდუქტის გაყიდვაზე.
ჩვენ ჩავაშენებთ ინტელექტს თქვენს სამუშაო სისტემაში, რომელიც საშუალებას მოგცემთ პირდაპირ ესაუბროთ თქვენს სისტემას ნებისმიერ პროცესზე, მონაცემსა და პროექტზე.
CRM, Email, Teams, Meta თუ თქვენი ვებსაიტი — ყველა პლატფორმა ერთ სივრცეში.
ბიზნესების პრობლემები იშვიათად არის მარტივად შესამჩნევი. ამიტომ პირველი ნაბიჯი არის პროცესების კვლევა, რომელიც პროექტს მაქსიმალურად ეფექტურ მიმართულებას აძლევს.
ვსწავლობთ დეპარტამენტებს, ყოველდღიურ სამუშაოსა და პროცესებს. შედეგი — წერილობითი დოკუმენტი: სად იხარჯება დრო, რისი გამარტივება შეუძლია ტექნოლოგიას, რა სარგებელს და რისკს უნდა ველოდეთ თითოეული რეფორმის შემდეგ.
ვქმნით გეგმას, რომელიც ეყრდნობა აუდიტის დასკვნებსა და მომხმარებლის მოთხოვნებს, და არა სტანდარტულ სახელმძღვანელოებს. პრიორიტეტი ენიჭება იმას, რაც ყველაზე დიდ პრობლემას აგვარებს.
ვაშენებთ სწრაფად, საიმედოდ და თანამედროვე ტექნოლოგიებით, დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაციით.
ვუშვებთ პროდუქტს, ვაკვირდებით შედეგს იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც აუდიტში დავაფიქსირეთ, და ვაგრძელებთ მხარდაჭერას.
გაყიდვებისა და შესყიდვების გამოცდილება. ვიცით, როგორ იღებს კომპანია შესყიდვის გადაწყვეტილებას და რომელ ეტაპზე ფერხდება ეს პროცესი.
ვმუშაობდით ოპერაციებსა და მომხმარებელთა მხარდაჭერაში. ვიცით, როგორ გამოიყურება თანამშრომლის სამუშაო დღე, რომელი სამუშაოს შემცირება არის შესაძლებელი ტექნოლოგიის დახმარებით და რომელი მოითხოვს ადამიანს.
საერთაშორისო რეკრუტინგისა და ბიზნეს-კვლევის გამოცდილება გვეხმარება, კომპანია სწრაფად და სტრუქტურირებულად შევისწავლოთ.
ბიზნეს კონსულტანტს შეუძლია შეისწავლოს თქვენი ბიზნესი, მაგრამ ვერ გადაწყვეტს პრობლემებს პროგრამული უზრუნველყოფით. დეველოპერს შეუძლია ააშენოს ციფრული სისტემა, მაგრამ სიღრმისეულად ვერ გააანალიზებს თქვენს ბიზნესს. ჩვენი გუნდი ორივე მიმართულებით თანაბრად კომფორტულად მუშაობს.
ეს ნორმალურია — პრობლემა ხშირად იქ არაა, სადაც ჩანს. ჩავნიშნოთ მოკლე შეხვედრა და მოგვიყევით, როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესი, ჩვენ გეტყვით როგორ შეგვეძლება თქვენი ბიზნესის დახმარება.