გუნდი, რომელიც კლიენტის ბიზნესზე ფიქრობს და არა მხოლოდ დაკვეთილ პროდუქტზე
თბილისში დაფუძნებული სტუდია, რომელიც აერთიანებს ვებ-დეველოპმენტს, პროგრამულ ინჟინერიას და AI-ს — ერთი გუნდის ქვეშ.
თბილისში დაფუძნებული, გლობალურ ბაზარზე გასული
ვერიდა ჯგუფი დაარსდა თბილისში იმ რწმენით, რომ პატარა გუნდს, ზუსტი კვლევების და ანალიზის მეთოდით, შეუძლია შექმნას ისეთივე ხარისხის პროდუქტი, როგორებზეც გიგანტი კომპანიები მუშაობენ, მაგრამ უფრო სწრაფად და კლიენტის მოთხოვნებზე მორგებულად.
დღეს ვაერთიანებთ ვებ-დეველოპმენტს, პროგრამულ ინჟინერიას და AI ინტეგრაციებს, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სრული სპექტრი.
ღირებულებები, რომლებსაც არასდროს ვღალატობთ
გამჭვირვალობა
გესაუბრებით პირდაპირ, ვადებზეც და შედეგებზეც, ყოველგვარი ბუნდოვანი დაპირებების გარეშე.
ხარისხზე ფოკუსი
პროდუქტის ხარისხი მოწმდება არაერთხელ, ეტაპობრივად და სხვადასხვა ჯგუფის მიერ.
რეალური პარტნიორობა
თქვენი ბიზნესის მიზნები ხდება ჩვენი პროექტის მიზნები, არა მხოლოდ ტექნიკური დავალება.
გრძელვადიანი გათვლები
ვაშენებთ ისე, რომ პროდუქტმა გაუძლოს მომავლის ტრენდებს, არა მხოლოდ გაშვების თვეს და წელს.
გაგვაცანით თქვენი პროექტი
დაგვიკავშირდით და მოგვიყევით რას საქმიანობს თქვენი ბიზნესი — ჩვენ გეტყვით, თუ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ.